ახალი ამბები

ქადაგიძე: სავალუტო რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება უშედეგოა

27 თებერვალი, 2015 •
ქადაგიძე: სავალუტო რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება უშედეგოა

“ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ კომენტარებს სხვადასხვა ტიპის თავდასხმაზე, რომელიც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე, რადგან ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. პოლიტიკურ დებატებში საჯაროდ ჩართვას არც მომავალში ვაპირებთ. ეს არ არის ჩვენი მანდატი, მაგრამ ვინაიდან ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიმართ აწარმოებენ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, საჭიროდ მიგვაჩნია ქრონოლოგიურად მოგახსენოთ იმ პოზიციების შესახებ, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოხატავდა. 2013 წლის ზაფხულიდან ჩვენ არაერთხელ ღია თუ დახურულ შეხვედრებზე განგვიცხადებია, რომ არათანაბარ ხარჯვას უარყოფითი შედეგი აქვს გაცვლით კურსზე და წარმოადგენს პრობლემას. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და წლის ბოლოს  ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო ზეწოლა ლარის კურსზე. იმისათვის, რომ ლარის დევალვაცია არ მომხადრიყო, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა სიტუაციის დასაბალანსებლად. მაშინ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ პრობლემა ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული და არა ფუნდამენტური მიზეზებით.


2014 წლის აგვისტოდან ჯერ კიდევ ტურისტული პიკის პირობებში ჩენ ვერ შევძელით სავალუტო რეზერვების აკუმულირება, ხოლო აგვისტოს შემდეგ გამოჩნდა პირველი ნიშნები ექსპორტის შემცირებისა. სამწუხაროდ, ისევ გაზიარებულ იქნა ეკონომიკური ბლოკის იმ წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერი არის კარგად და ფუნდამენტური პრობლემები არ დგას. ჩვენ მივიღეთ ნიაღვარი შეკვეთილი სტატიებისა და ახლად გამოჩეკილი ექსპერტების მხრიდან, რომლებიც ეროვნულ ბანკზე შეტევის განხორციელებას ცდილოდბნენ.  


რეზერვებთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა გავაკეთო განმარტებები, ვინაიდადნ არის მცდელობა, რომ საზოაგდოება დაარწმუნონ, თითქოს რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი. საქართველოს სავალუტო რეზერვი არის ის დოვლათი და აქტივი, რომელსაც ჩვენ ვქმნით წლების განმავლობაში და რომელიც წარმოადგენს ჩვენი ფინანსური სტაბილურობის მთავარ გარანტს. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ავტორიტეტული გამოცემის, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ. 


რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, კონკრეტულად ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არა მარტო არასწორია, არამედ კონტრდპროდუქტიული და უშედეგოა. ამას მოწმობს უამრავი საერთაშორიოს მაგალითი, იგივე მოლდოვაში ცენტრალურმა ბანკმა ერთ მილიარდ დოლარამდე ინტერვენცია განახორციელა. მიუხედავად ამისა, მოლდოვას ვალუტის კურსი თითქმის 40 პროცენტით გაუფასურდა. ჩვენზე გაცილებით მდიდარმა აზერბაიჯანმა 2-მილიარდიანი უშედეგო ინტერვენციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, კურსი თავისუფალ მცურავ რეჟიმში გადაიყვანოს. აზერბაიჯანული მანათი 34 პროცნეტით გაუფასურდა. 


ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ მიმართულებით შეცდომები დავუშვათ. 1990-იანი წლების დასაწყისში არაერთხელ დაგვიშვია შეცდომა. იგივე შეცდომების დაშვებას ახლა არ ვაპირებთ. მე მინდა დავარწმუნო ქვეყნის მოსალხოება, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვული ბანკის სათავეში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იგივე შეცდომების გამეორებას, რაც ქვეყანამ, სამწუხაროდ, არაერთხელ გაიმეორა უკვე. 


მით უფრო გაუგებარია გუშინდელი განცხადება, როდესაც სავალუტო ბაზარზე სტაბილიზაცია შეინიშნება. გუშინდელი განცხადებების კასკადამდე სავალუტო ბაზარზე გარიგებები 2.16 კურსით დასრულდა, რაც კურსის სტაბილზიაციაზე მიუთითებს. ყველაფერი მიდის სტაბილიზაციისაკენ.


ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით. ლარი გაუფასურდა 30 პროცნეტით, რამაც დაიწყო იმპორტზე ასახვა, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტი შემცირდება, რაც შეამცირებს ნეგატიურ გავლენას კურსზე, მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, ლარს კი გამყარების ტენდენცია ექნება.


მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ეროვნულ ბანკზე თავდასხმა. ასეთი თავდასხმები მე კი არ მაზიანებს, არამედ ურტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ის ვნებს ინვესტორების განწყობებს. ახლა გადაბრალების დრო არ არის. განტევების ვაცის დრო არ არის, ახლა სჭიროა სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები”, – განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ვალუტის კრიზისში დამნაშავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა. 

 

“ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი – 34%, მოლდოვა – 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა”, – განაცხადა ივანიშილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი