“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და ქ. რუსთავში მდებარე ავტობაზრობაზე მოქალაქეზე გაასაღეს ყალბი 1500 აშშ დოლარი. დაკავებულებმა ყალბი კუპიურები ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილის საფასურის სანაცვლოდ გადასცეს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.