ახალი ამბები

დააკავეს პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა – თანასოწორობის მოძრაობა

4 სექტემბერი, 2019 • 1468
დააკავეს პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა – თანასოწორობის მოძრაობა

“თანასწორობის მოძრაობის” ჩარევით დააკავეს პიროვნება, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

მოძრაობის თანახმად, 12 აგვისტოს მას დახმარების თხოვნით მიმართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

“ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული”, – აღნიშნავს “თანასწორობის მოძრაობა”.

საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის, გაუპატიურებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

ორგანიზაციის თანახმად, იურისტების ძალისხმევით საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

ფოტო გარეკანზე: თანასწორობის მოძრაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი