ახალი ამბები

კარასინი: რკინიგზის საკითხის განხილვა აფხაზეთის მხარის გარეშე შეუძლებელია

26 თებერვალი, 2015 •
კარასინი: რკინიგზის საკითხის განხილვა აფხაზეთის მხარის გარეშე შეუძლებელია

“აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განგვიხილავს, თუმცა ამ თემას შევეხეთ. მისი განხილვა აფხაზეთის მხარის გარეშე შეუძლებელია”, – განუცხადა შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს კარასინმა. 

 

ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ზურაბ აბაშიძემაც.

 

“აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი აბსოლუტურად არაფერია. ჩვენ ადრეც მოსმენილი გვაქვს მათგან, რომ თუ საქართველოს მხარე დაინტერესებულია ამ მონაკვეთის ამოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზეთს და მათთან მოვილაპარაკოთ. ჩვენი პასუხია, რომ ეს გახლავთ საქართველო რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა და ამ საკითხზე აფხაზებთან საუბარს არ ვაპირებთ”, – აცხადებს აბაშიძე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი