ახალი ამბები

“სირცხვილია” – რუსთაველზე გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ [LIVE]

3 სექტემბერი, 2019 • 1054
“სირცხვილია” – რუსთაველზე გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ [LIVE]

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია – “სირცხვილია” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ.

ეს პროტესტის 76-ე დღეა.

“დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია გადაყენების ნაცვლად დააწინაურა.

საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას.

ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.

გავრილოვის 19 პატიმარი უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

გამოდი გარეთ, გამოხატე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე.

19:00-ზე, რუსთაველის გამზირზე – ქვეყნის სამსახურში”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი