ახალი ამბები

პრემიერი იმედოვნებს, მოკლევადიანი ვიზების გაუქმებაზე ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს

26 თებერვალი, 2015 •
პრემიერი იმედოვნებს, მოკლევადიანი ვიზების გაუქმებაზე ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ამბიციაა, იქცეს წარმატების მაგალითად რეგიონში და ცხადყოს ევროინტეგრაციის გარდამქმნელი ძალა.

 

„ასოცირების ხელშეკრულება არ არის საბოლოო მიზანი ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან – ის მხოლოდ გზას უხსნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულია ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპული დღის წესრიგის სარგებლის ცხადყოფაზე“, – განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია დადებითად შეაფასებს საქართველოს წარმატებებს და გასცემს რეკომენდაციას მისი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან შეთანხმებების გაფორმება რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა.

 

მისი თქმით, საქართველო იყო და არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი