იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ელისაბედ მეორემ ისტორიული დოკუმენტის 800 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.
მათ შორის იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც მიღებას თავის პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად დაესწრო.