როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, სავარაუდოდ, შეწყდება, ვინაიდან “უმნიშვნელო ჭრილობა იყო და არც ერთ მხარეს ერთმანეთთან პრეტენზია არ გააჩნია.”
“როგორც მოსწავლეებმა თქვეს, თამაშის დროს ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით დაჭრა მეორე.”
დაჭრილი მოსწავლე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, უკვე გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან.