ინციდენტი მოხდა პარლამენტთან დღეს, 3 სექტემბერს. “სირცხვილიას” აქციის ერთ-ერთ მონაწილეს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ვიქტორ ჯაფარიძემ საყვირზე ხელი აურტყა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დეპუტატებს, ვიქტორ ჯაფარიძესა და ირაკლი ტრიპოლსკის აქციის მონაწილეები სირცხვილიას ძახილით მიჰყვებიან უკან. აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
Posted by Ana Cino on Tuesday, September 3, 2019
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელების თაობაზე. მათ დღეს პარლამენტთან ‘სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს. 19:00 საათზე დაანონსებულია აქცია.