ახალი ამბები

შსს: 180-ე სკოლაში ბომბის შესახებ ზარი ამავე სკოლის მოსწავლემ განახორციელა

26 თებერვალი, 2015 •
შსს: 180-ე სკოლაში ბომბის შესახებ ზარი ამავე სკოლის მოსწავლემ განახორციელა

შსს-ში აცხადებენ, რომ მოსწავლე კანონის შესაბამისად დაისჯება. 


ბომბის შესახებ შეტყობინების შემდეგ სამართალდამცველების მიერ სკოლიდან ევაკუირებული იყო.  

 

112-ზე ზარის არამიზნობრივად განხორციელებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კანონით განისაზღვრა.

 

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრა დასჯის ზომები და სასჯელი გამკაცრდა იმ პირთა მიმართ, ვინც გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერ „112“-ს არამიზნობრივად გამოიყენებს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელების მიზნით. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:

 

1.14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ „112“-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.


1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარით.

 

2. 16 წლამდე მოზარდის მიერ „112“-ზე არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობის თანხით.

 

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.


უშუალოდ ზარის ინიციატორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:

 

1.14 წლის ზევით მოზარდის მიერ „112“-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელება ისჯება გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 1-დან 2 წლამდე ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გარემოებათა გათვალისწინებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5- დან 7 წლამდე.

 

2. 16 წლის ზევით პიროვნება „112“-ზე არამიზნობრივი ზარის სისტემატურად განხორციელებისათვის დაისჯება 300 ლარის ოდენობით.

 

1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით.

 

ასევე, 16 წლის ზევით პიროვნება ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

 

1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 1000 ლარით ან დაისჯება 15 დღე-ღამემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.

 

შსს-ს განმარტებით,  ცრუ შეტყობინების მიწოდების შემთხვევაში მოქალაქეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ „112“-ზე შეტყობინების განხორციელების მიზეზი მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასებაა, როდესაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირმა შეიძლება ივარაუდოს გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი