ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ახალგორის რაიონში რეიდებს დაიწყებს

3 სექტემბერი, 2019 • 1386
ცხინვალი ახალგორის რაიონში რეიდებს დაიწყებს

ცხინვალის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში “სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ორგანოების მხრიდან ერთობლივი რეიდები იგეგმება”.

რეიდების მიზანი, როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის უწყების განცხადებაში წერია, “სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის კონტროლის გაძლიერება და კანონდარღვევების გამოვლენაა”.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ-ოსური შესაბამისი უწყებების ერთობლივი ღონისძიება ითვალისწინებს ასევე სასაზღვრო ზონაში დროებით მყოფი პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლს:

“ვთხოვთ სასაზღვრო დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებს, სახლიდან გამოსვლისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე გაგებით მოეკიდონ იმ არაკომფორტულ სიტუაციებს, რომელიც შესაძლოა აღნიშნული ღონისძიებების დროს შეიქმნას”.

ცხინვალის ახალი გადაწყვეტილება ახალგორისა და ზნაურის რაიონებს შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი