ახალი ამბები

ყალბი 20, 50 და ასლარიანების დამზადება-გასაღების ბრალდებით პირთა ჯგუფი დააკავეს

26 თებერვალი, 2015 •
ყალბი 20, 50 და ასლარიანების დამზადება-გასაღების ბრალდებით პირთა ჯგუფი დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სისტემატიურად ახდენდნენ ყალბი 20, 50 და 100-ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ მათ გასაღებას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.  

 

“საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი ლარის კუპიურების გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ყალბი ფული
ყალბი ფული

მასალების გადაბეჭდვის წესი