ტერორისტული თავდასხმის შემდეგ შარლი ებდომ დროებით ტაიმ-აუტი აიღო. Charlie Hebdo-ზე მომუშავე გუნდი ამჟამად გამოცემა “ლიბერასიონის” ოფისში მუშაობს პარიზში პოლიციის 24-საათიანი დაცვის ქვეშ. ოფისი დაცული და ტყვიაგაუმტარია.
ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმა 7 იანვარს, სარედაქციო თათბირის დროს განხორციელდა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ შორის გაზეთის მთავარი რედაქტორი და ოთხი კარიკატურისტი. თავდასხმამდე Charlie Hebdo-მ გამოაქვეყნა ტვიტი, რომელსაც თან ახლდა ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქარ ალ ბაღდადის კარიკატურა.
“გარდიანის” ინფორმაციით, ტერორისტულ აქტამდე “Charlie Hebdo”-ს ტირაჟი 24 000- 50 000-მდე მერყეობდა, მაგრამ ტერორისტული აქტის შემდეგ გაყიდვებმა 8 მილიონს მიაღწია. “Charlie Hebdo”-ს ახლა 200 000 გამომწერი ჰყავს, როცა მანამდე 8 000 ჰყავდა.