აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვი კვლავაც განაგრძობს აღნიშნული ქვეყნების ოკუპაციას.
“ვიცით, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მრავალ ფრონტზე, რადგან მიუხედავად წლების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებისა, რუსული ძალები განაგრძობენ საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის არალეგალურ ოკუპაციას”, – ციტირებს პენსს “როიტერსი”.
ამავე პრესკონფერენციაზე მაიკ პენსი რუსეთის მცდელობებსაც შეეხო, გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე:
“მისი[რუსეთის] მცდელობების ფონზე, ჩაერიოს არჩევნებში ევროპასა და მსოფლიოს გარშემო, დროა, ფხიზლად ვიყოთ რუსეთის ქმედებების მიმართ”.
მაიკ პენსი პოლონეთში პირველი მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება. ვარშავაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა ჩასულიყო, თუმცა, “როიტერსის” თანახმად, მან გეგმები ქარიშხალ “დორიანის” გამო შეცვალა.