ახალი ამბები

ნურსულთან ნაზარბაევმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

25 თებერვალი, 2015 •
ნურსულთან ნაზარბაევმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

მისი თქმით, ყაზახეთის გაითვალისწინა ხალხის ინტერესი, მათი თხოვნა და კონსტიტუციასთან შესაბამისად ხელი მოაწერა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განკარგულებას.

14 თებერვალს ყაზახეთის სახლხო კრების წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელი ნაზარბაევს ახალი საერთო ეროვნული ნდობის მანდატი მიანიჭონ.

 

ნაზარბაევს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს უწყვეტ რეჟიმში მართავს, საპრეზიდენტო ვადა 2016 წელს ეწურება. ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, ერთი და იმავე პირის ზედიზედ პრეზიდენტად არჩევა არ შეიძლება, თუმცა კონსტიტუცია არ ვრცელდება ნურსულთან ნაზარბაევზე, რადგან ის ყაზახეთის მეთაურია.

 

ნაზარბაევს საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალური ჩართვის შესახებ ჯერჯერობით განაცხადი არ გაუკეთებია.

 

ნურსულთან ნაზარბაევი, ფოტო: რადიო თავისუფლება
ნურსულთან ნაზარბაევი, ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი