ახალი ამბები

გახარიას კანდიდატურით ივანიშვილი თავის გუნდს ულტიმატუმს უყენებს – უსუფაშვილი

2 სექტემბერი, 2019 • 1614
გახარიას კანდიდატურით ივანიშვილი თავის გუნდს ულტიმატუმს უყენებს – უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით,  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დანიშვნით ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს.

“ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან”, – ფიქრობს დავით უსუფაშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. მან ამის შესახებ ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება.

“ივანიშვილი, მისი აზრით, ოპონენტებსაც წაუგებელს ეთამაშება – ან გახარიას გაპრემიერებით პროცესების სუპერპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და სააკაშვილის აჩრდილს კიდევ ერთხელ დაამარცხებს, ან გახარიას ჩაგდებით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გონს მოსვლას არ აცდის. ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ…”, – წერს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი