ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ბიუჯეტი თავიდან იქნება დასაბალანსებელი

25 თებერვალი, 2015 •
კვირიკაშვილი: ბიუჯეტი თავიდან იქნება დასაბალანსებელი

მინისტრის თქმით, ცვლილება ბიუჯეტში შეეხება მთავრობის ხარჯებს, რადგან მათი შემცირება ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

 

“ბიუჯეტის შეცვლა აუცილებელი იქნება, რადგან ვფიქრობთ, რომ 2%-ის ფარგლებში იქნება ეკონომიკის რეალური ზრდა. პირდაპირი უვცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხით გვაქვს გეგმები და ამ მიმართულებით მთლიანად დავაბალანსებთ სიტუაციას. ქამრების შემოჭერა დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის 5-დან 2 %-მდე ჩამოსვლით. ამიტომ ბიუჯეტი იქნება ახლიდან დასაბალანსებელი. ეს დაბალანსება აისახება მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებზე და არ დაეტყობა ეკონომიკასა და ინფრასტრუქრუტულ პროექტებს”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კვირიკაშვილმა აღნიშნული განცხადება “ქორთიადრ მარიოტში” ბიზნესასოცაიციასთან შეხვდრაზე გააკეთა, სადაც მან ბიზნესის წარმომადგენლებს მოკლევადიანი ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი