ახალი ამბები

ლარის კურსის გასამყარებლად სახელმწიფო ქონების გაყიდვას აპირებს

25 თებერვალი, 2015 •
ლარის კურსის გასამყარებლად სახელმწიფო ქონების გაყიდვას აპირებს

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას პრივატიზაციიდან, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს”.

 

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის და ეკონომიკის სამინისტროს ამჟამინდელი შენობის პრივატიზაციას:

 

“გვაქვს საშუალება, რომ გამოვიცვალოთ ადგილი და გადავიდეთ სხვა შენობაში. გასაყიდად გამოვიტანთ ასევე ბობოყვათის რეზიდენციას, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორიას, თბოელექტროსადგურს, ასევე ლატარიას, რომლის ლიცენზიასაც გამოივიტანთ. ეს ლარის კურსს დაასტაბილურებს და გამყარებისკენ წაიყვანს. გვაქვს საფუძველი ვიყოთ რეალისტები და ფრთხილად ოპტიმისტები”,- განაცხადა კვირიკაშვლმა.

 

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ხუთჯერ განახორციელა და, ჯამში, 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 2.2619 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში  – 2.5573 ნიშნულზეა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი