ახალი ამბები

მარგველაშვილი: მოველი, რომ პარლამენტში არ ვნახავთ უცნაურ ჩავარდნილ სხდომებს

25 თებერვალი, 2015 • • 1309
მარგველაშვილი: მოველი, რომ პარლამენტში არ ვნახავთ უცნაურ ჩავარდნილ სხდომებს

“მთელი პროცესი თავიდან ბოლომდე იყო საზოგადოებისთვის ღია. მოველი, რომ პარლამენტში ჩვენ ვნახავთ არა უცნაურ ჩავარდნილ სხდომებს, უცნაურ პროცესებს, რომლის უკანაც ჩვენ უნდა ვივარაუდოთ რაღაცა კულუარული თემები, არამედ ჩვენ ვნახავთ ძალიან ღია პროცესს, რომელშიც იქნება ჩართული როგორც პოლიტიკური ძალები, იქნებიან ჩართული საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი ღიად, ყველასთვის გასაგებ ენაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე მოველი ამას იმიტომ, რომ პარლამენტი თავისი არსით არის ადგილი, სადაც პოლიტიკური ძალები ღიად ლაპარაკობენ და ამ დიალოგში ღიად ერთვება მთელი საზოგადოება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე 2014 წლის 17 თებერვალს წარუდგინა. თუმცა 23 თებერვალს გვენეტაძის საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ორჯერ ჩაიშალა. ნინო გვენეტაძის საკომიტეტო მოსმენა მესამედ დღეს, 12 საათზე დაიწყო.

მარგველაშვილი
მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი