“ჩვენმა კომპანიამ რამდენიმე თვით უარი თქვა მოგებაზე, რომ მოსახლეობამ გადააგოროს ის პრობლემები, რაც ლარის გაუფასურების შედეგად წარმოექმნა. მედიკამენტების ფასს რაც შეხება, ფასების მატება შეიძლება იყოს , თუმცა არა პარალელურად და იმ დოზით, რა დოზითაც ვარდება ლარი”,- განაცხადა მან გიორგი კვირიკაშვილთან და ნოდარ ხადურთან შეხვედრის დაწყებამდე.
დღეს, 25 თებერვალს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. ეს შეხვედრა ლარის გაუფასურების გამო გამოწვეული პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ხუთჯერ განახორციელა და, ჯამში, 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 2.2619 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში – 2.5573 ნიშნულზეა.