ახალი ამბები

ხადურსა და კვირიკაშვილს ლარის გაუფასურების გამო აქცია მოუწყვეს

25 თებერვალი, 2015 •
ხადურსა და კვირიკაშვილს ლარის გაუფასურების გამო აქცია მოუწყვეს

აქციის მონაწილეებს ტრანსპარანტები აქვთ შემდეგ სლოგანებით -“გაღარიბებული საქართველო”, “გადადგეს მთავრობა”, “ხადური, წადი”, “შეწყდეს ლარის კუპონიზაცია” და სხვა.

ისინი მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებელი უშუალოდ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არიან.

შეხვედრა მთავრობის წევრებსა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შორის უკვე დაიწყო. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. გიორგი კვირიკაშვილთან შესახვედრად “თბილისი მარიოტში” მივიდა გოჩა ფიფია, რომელიც ადრე კომპანია “უშბას” ფლობდა, თუმცა ახლა მედიისთვის არ დაუსახელებია, თუ რომელ კომპანიას წარმოადგენდა. გოჩა ფიფია დაცვამ შეხვედრაზე არ შეუშვა.

მისი განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა, რადაგნ იმ ბიზნესს, რომელსაც ახლა აწარმოებს, პრობლემები აქვს.

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ხუთჯერ განახორციელა და, ჯამში, 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 2.2619 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში  – 2.5573 ნიშნულზეა.

თავისუფალი ზონის აქცია თბილისი მარიოტთან ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი