ახალი ამბები

Wizz Air-ს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაფლოტი ყავს მსოფლიოში

24 აგვისტო, 2019 • 816
Wizz Air-ს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაფლოტი ყავს მსოფლიოში

შვეიცარიული კომპანია CH-AVIATION *-ის კვლევის თანახმად, ყველაზე სწრაფად მზარდ და უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, Wizz Air-ს, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაფლოტი ყავს მსოფლიოში.

100 შემოწმებულ ავიახომალდს შორის, Wizz Air-ის ფლოტის საშუალო ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, სულ რაღაც 5,43 წელი.  ევროპაში Wizz Air-ზე ახალგაზრდა ფლოტი მხოლოდ ერთ ავიაკომპანიას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი სულ ორს ყავს. ამასთან, Wizz Air პირველ ადგილს იკავებს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს შორის. Wizz Air უნგრეთის ფლოტი ამჟამად 118 ულტრათანამედროვე Airbus A320 ოჯახის ავიახომალდისგან შედგება.

ავიაკომპანიის ფლოტის ფილიალი, Wizz Air UK – სადაც ამჟამად 11 ავიახომალდია – მსოფლიოში მეორეა, ვისაც ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი ყავს, თვითმფრინავების საშუალო ასაკი მხოლოდ 0.95 წელია.

Wizz Air’ის ახალგაზრდა და თანამედროვე ფლოტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა 2019 წელს AirlineRatings.com-ის მიერ 10 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას შორის დასახელებაში.

Wizz Air-ის ფლოტი დღითიდღე იზრდება, ამასთან ერთად, კომპანია უფრო ეკომეგობრულიც ხდება. Wizz Air–მა ამ წლის დასაწყისში თავისი პირველი Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი მიიღო ბუდაპეშტის ბაზაზე, კიდევ 5 კი მარტის თვეში შემოუერთდა ავიაკომპანიის ფლოტს.

Airbus A321neo ავიახომალდის ახალი თაობის ძრავები და ინდუსტრიისთვის საუცხოო სალონის დიზაინი საშუალებას გვაძლევს საწვავის ხარჯები 20 პროცენტით დაიზოგოს. A321neo ასევე გთავაზობთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით სარგებელს, ხმაურის ნაკადის თითქმის 50 პროცენტით შემცირებას წინა თაობის ავიახომალდებთან შედარებით, ასევე აზოტის ოქსიდის ემისიის შემცირებას 50 პროცენტით.56,5გ CO2თ (მგზავრი/კილომეტრზე) Wizz Air იყო ავიაკომპანია, რომელმაც 2019 წლის მაისში ერთი მგზავრის გადაყვანაზე ყველაზე მცირე დაზიანება მიაყენა გარემოს.

დიდერიკ პენმა, Wizz Air Holding–ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ოპერაციების მთავარმა მენეჯერმა თქვა: “იმის გამო, რომ ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება ყოველთვის იყო ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი, ბოლო წლებში ჩვენს კარგად მოვლილ ფლოტს ბევრი ახალი და თანამედროვე თვითმფრინავი შეემატა. ჩვენ ვამაყობთ, რომ Wizz Air-ის ფლოტი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საშუალო ასაკით ფიგურირებს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს კარგად მომზადებულ მსოფლიო კლასის ეკიპაჟთან ერთად, უზრუნველყოთ მაღალი ხარისხი და უსაფრთხო სერვისი ჩვენი მგზავრებისთვის. ამასთან ერთად ჩვენ საგრძნობლად ვამცირებთ საზიანო გავლენას ეკოლოგიაზე ჩვენს ფლოტში ახალი ულტრაეფექტური Airbus A321neo ტიპის ავიახომალდების მუდმივი დამატებით.“

 * CH-AVIATION არის კომპანია, რომელიც ზედამხედველობას უწევს, აგროვებს და აქვეყნებს ინფორმაციას საავიაციო ბაზრის შესახებ.

 

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი