“ახლა დამირეკა კანონიერმა ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავას-ოღლიმ და დამემუქრა. იმედია, სათანადო ზომებს მიიღებთ, ლავას-ოღლის ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ”, – მიმართავს კვესტიაძე შსს-ს.
კვესიტაძის განცხადებას რუსთავი 2 გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას გამოეხმაურა ვიცეპრემიერი კახა კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა დადგინდეს, ვინ დაურეკა კვესიტაძეს. კვესიტაძემ ფეისბუკზე ის ნომერი გამოაქვეყნა, საიდანაც, მისი თქმით, ზარი განხორციელდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ნომერთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან ის გამორთულია.
კვეისტაძის განცხადებას ფეისბუკზევე გამოეხმაურა შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი. მისი თქმით, საგამოძიებო უწყება მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.