ახალი ამბები

200 მილიონი დოლარის გაყიდვამ ლარი ვერ გაამყარა

24 თებერვალი, 2015 •
200 მილიონი დოლარის გაყიდვამ ლარი ვერ გაამყარა

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა


 

საქართველოს ეროვნული ბანკმა თებერვლის დასაწყისში  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააანონსა.

 

 

 

 

 

“ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესით ძალიან ზარალობენ ჩვენი ის მოქალაქები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარში და შემოსავლები ლარში, ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება კიდევ გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”,-  ეს განცხადება გიორგი ქადაგიძემ 30 იანვარს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

 

  

 

“ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული გადაცემის ყველა ინსტრუმენტს, ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”,- განაცხადა მაშინ ქადაგიძემ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 17:00 საათზე დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 2.2619  ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში  2.5573 ნიშნულზეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი