ახალი ამბები

ენმ ლარის გაუფასურების საკითხზე სამსჯელოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვს

24 თებერვალი, 2015 •
ენმ ლარის გაუფასურების საკითხზე სამსჯელოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვს

“ქვეყანაში მძვინავრებს მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოსახლეობის ინტერესს. ჩვენი მოქალაქეები სწრაფად  და გარდაუვლად ღარიბდებიან. ეს კრიზისი არის მთავრობის არაკომპეტენტურობის შედეგი. ამ კრიზისის გათვალისიწნებით საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ასევე პარლამენტის რეგლანეტნის 127-ე მუხლის მიხედვით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, 27 თებერვალს მოწვეულ იქნას რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრონ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები იმისათვის, რომ პარლამენტმა სერიოზულად იმსჯელოს კრიზისულ ვითარებაზე და გამოსავლის გზები მოძებნოს”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ს სახელით.

მასალების გადაბეჭდვის წესი