ახალი ამბები

ხოშტარია სად სწავლობდა? გავრილოვი საიდან იყო? – ვანო ზარდიაშვილი

30 აგვისტო, 2019 • 5187
ხოშტარია სად სწავლობდა? გავრილოვი საიდან იყო? – ვანო ზარდიაშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე “სირცხვილიას” აქციების რამდენიმე მონაწილე მივიდა და პროტესტი დააფიქსირა. ისინი ასევე ითხოვდნენ კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძისგან პოზიციის დაფიქსირებას 20 ივნისის საქმის პატიმრებთან დაკავშირებით.

სოფო კილაძის თქმით, ერთ-ერთი დემონსტრანტი თამარ კაკაბაძე ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას თანაშემწე იყო.

“თქვენი უფროსს რა აქვს დამთავრებული?” – მიმართა კაკაბაძეს დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა. “გავრილოვი საიდან იყო?”, – იკითხა მან განმეორებით, მას შემდეგ, რაც პასუხად მოისმინა, რომ ხოშტარია მოსკოვში სწავლობდა.

“ბახტაძე სად სწავლობდა?”, – ჰკითხა მას ხოშტარიას თანაშემწემ. ბახტაძემ მაგისტრის ხარისხი  ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

ნახეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი