ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ მამამისმა, იოსებ სვიაკაურმა დაადასტურა.
“თურქეთში ვარ სამუშაოდ წასულიო, ადნაკლასნიკებით გავიგეთ, რომ თურმე სირიაში ყოფილა. დღეს გავიგეთ, რომ გარდაიცვალაო”, – განუცხადა ნოდარ მარგოშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.
სირიაში ისლამური სახელმწიფოს მხარეს პანკისის ხეობიდან წასული საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან. ამ დროის ინფორმაციით, 10 მათგანი დაიღუპა.
“თქვენ ძალიან რთულ საკითხს შეეხეთ, ჩვეთვის ძალიან მტკივნეული არის თითოეული მოქალაქის დაკარგვა, მაგრამ ამ მოქალაქეების არჩევანი იყო თავის დროზე, როდესაც ისინი წავიდნენ ქვეყნიდან, დატოვეს ქვეყნის ტერიტორია და წავიდნენ სირიაში საბრძოლველად”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნეტგაზეთის” შეკითხვას პანკისის ხეობიდან სირიაში ისლამური სახელმწიფოსთვის საბრძოლველად წასული საქართველოს მოქალაქეების შესახებ.
გასწორება: თავდაპირველად ამ ინფორმაციაში სირიაში მოკლული კიდევ ერთი პანკისელის შესახებ იყო ინფორმაცია მოცემული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.