ახალი ამბები

მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

29 აგვისტო, 2019 • 1124
მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ხვალიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში დღის პირველ ნახევარში საღამოს საათებამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში მოსალოდნელია 28-30 გრადუსი, მაღალ მთაში – 20-25 გრადუსია.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ უმეტეს რაიონში ნავარაუდებია წვიმა, ზოგგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც.

31 აგვისტოს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა ბარში 30-31 აგვისტოს ნავარაუდებია 22-27 გრადუსის ფარგლებში. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმაა ნავარაუდები. 31-ში მოსალოდნელია წვიმა მთელი დღის განმავლობაში, ტემპერატურა კი 24-27 გრადუსამდე დაიკლებს.

ამავე პროგნოზის თანახმად, პირველი სექტემბერიდან შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 26-28 გრადუსამდე მოიმატებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი