ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველმა პოლიციელებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ წნელისი – ოსური მხარე

28 აგვისტო, 2019 • 2255
ქართველმა პოლიციელებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ წნელისი – ოსური მხარე

ქართველმა პოლიციელებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთის სოფელი წნელისი – ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის უფროსმა, ზაზა დრიაევმა განაცხადა.

დრიაევი ამბობს, რომ საჭიროა ქართული მხარე გააფრთხილოს მსგავსი ნაბიჯების დაუშვებლობის შესახებ და დრო მისცეს მათ, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრები დატოვონ.

“სამართლიანი იქნება, თუკი საკუთარ პოსტებს განვათავსებთ იქ, სადაც ადრე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარი მდებარეობდა”.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულ მხარეს განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.