ახალი ამბებირეკლამა

ქვეშეთი -კობის შემოვლითი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 370 მლნ ევროთი დააფინანსებს

28 აგვისტო, 2019 • 1080
ქვეშეთი -კობის შემოვლითი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 370 მლნ ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკთან (ADB) წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, 27 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმაწარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარიმ ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხოშეთანხმებას.

სასესხო შეთანხმების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს, დაახლოებით, 370 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება ქვეშეთსა და კობს შორის23-კილომეტრიანი ორზოლიანი შემოვლითი გზის, 6 ხიდისა და, ჯამში, დაახლოებით, 10.5 კილომეტრი სიგრძის 5 გვირაბის მშენებლობას. შეგახსენებთ, რომ, პროექტის მიხედვით, ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ-ისსიგრძისაა და ამიერკავკასიაში არსებულ გვირაბებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.

“ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. პროექტი მნიშნელოვანიწინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი გააჩენს ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის,” – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

“მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი, რომელიც საქართველოში რეგიონებსა და ბიზნესებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებთან დააკავშირებს და ეროვნული და რეგიონული ღირებულებების ჯაჭვში ჩართავს, მეტისმეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებში მთავარისატრანსპორტო და სავაჭრო გზების გაფართოებას,” – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარმა.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესრულებული პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით, რადგანახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ კლიმატურ პირობებში უზრუნველყოფს უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობას და დაახლოებით ერთი საათით შეამცირებს გზას დედაქალაქიდანსტეფანწმინდამდე. პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, გაჩნდება ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა ადგილობრივიმოსახლეობისთვის. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი