ახალი ამბები

მარგველაშვილი კიევში “ღირსების მარშში” მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა

22 თებერვალი, 2015 • 1090
მარგველაშვილი კიევში “ღირსების მარშში” მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა

მარშში მონაწილეობას ლიტვის, პოლონეთის, ლატვიის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების ლიდერებიც მიიღებენ.

 

პრეზიცენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება.

სახელმწიფო დელეგაცია კიევს დღეს საღამოს დატოვებს.

 

კიევში ღონისძიებები „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

მარგველაშვილი  სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. 22.02.2015  ფოტო – გიორგი მარგველაშვილის Facebook გვერდიდან
მარგველაშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. 22.02.2015 ფოტო – გიორგი მარგველაშვილის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი