ახალი ამბები

მინდელის სახელობის მაღაროში ადამიანი დაიღუპა

21 თებერვალი, 2015 • • 1491
მინდელის სახელობის მაღაროში ადამიანი დაიღუპა

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, სატრანსპორტო უბნის სამთო ოსტატის დაახლოებით 13:00 საათზე დატვირთულ მოძრავ ვაგონებსა და გვირაბის კედელს შორის მოჰყვა და სასიკვდილო დაზიანებები მიიღო:

 

“ჩევენი წარმომადგენლები არკვევენ და ხვალ დილით მეცოდინება კონკრეტული დეტალები, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი. რამდენადაც ვიცი, მარტო იყო”,-ამბობს დოლაბერიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2009-2013 წლებში, საქართველოში შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო, 245 ადამიანი დაიღუპა.

ტყიბულის მაღარო/ფოტო: რადიო თავისუფლება
ტყიბულის მაღარო/ფოტო: რადიო თავისუფლება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი