ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რუსეთში, ევროპაში არის კრიზისი და ეს აისახება საქართველოს ეკონომიკაზე

21 თებერვალი, 2015 •
ღარიბაშვილი: რუსეთში, ევროპაში არის კრიზისი და ეს აისახება საქართველოს ეკონომიკაზე

„მოგეხსენებათ, რომ რეგიონში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა,მძიმე სიტუაციაა უკრაინაში, პირდაპირ საომარი მოქმედებები. ჩვენს რეგიონში, რუსეთი იქნება ეს, აზერბაიჯანი, სომხეთი, ზოგადად ევროპაში არის კრიზისი. შესაბამისად, საქართველო თავისი პატარა ეკონომიკით არის მიერთებული ამ გლობალურ ეკონომიკასთან. ეს, ბუნებრივია, აისახება ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურად და ვერ ვიქნებით გამონაკლისი და წარმატებული ასეთ მძიმე ვითარებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს აქტიურად. ვმუშაობთ კოორდინირებულად 24 საათის განმავლობაში ეროვნული ბანკთან ერთად. გვაქვს გაწერილი გეგმა და ყველა ეს კომპონენტი ემსახურება იმას, რომ გამოსწორდეს სიტუაცია ძალიან სწრაფად,“-აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ლარის გაუფასურების გამო მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს:

 

“ჩვენც მზად ვართ, ასევე ვთქვათ, შემოვიჭიროთ ქამრები და მუშაობა აბსოლუტურად ეფექტურად, კორდინირებულად და ერთიანად გავაგრძელოთ. ჩვენ ალბათ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც მოგვიწევს. უნდა გადავხედოთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად გონივრულად, მიზანმიმართულად და რაციონალურად ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი”,-ამბობს ღარიბაშვილი.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, 21 თებერვლის მონაცემებით კი, 100 დოლარის ყიდვისთვის 221 ლარია საჭირო. ლარის გაუფასურების გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი