“ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის პრობლემა, იმიტომ, რომ ის საქართველოს ქაჩავს წარსულში, თუკი მიხეილ სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს, თუკი ვინმე მიხეილ სააკაშვილს ხდის რელევანტურს და აქტუალურს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი არის წარსული, თუ კრიმინალური დანაშაული აქვს ჩადენილი, კეთილი ინებოს და დაუდასტუროს პროკურატურამ, თუ არ აქვს, საერთოდ დავივიწყოთ. მე პირველი ვიყავი, ვინც დაუპირისპირდა სააკაშვილის რეჟიმს, როდესაც ივანიშვილი ჯერ კიდევ ფულს აძლევდა. მაგრამ მე სხვა რამეზე ვსაუბრობ, ის ასულდგმულებს სააკაშვილს პოლიტიკურად, იმიტომ, რომ მას ეს აწყობს. მას უნდა, რომ ჰყავდეს მტრის ხატი, როგორც სააკაშვილს ჰქონდა რუსეთის ხატი, რომ საზოგადოებას დაუხატოს- აი, მე კი არ ვარ მთლად კარგი, მაგრამ უფრო ცუდი შეიძლება მობრუნდეს. ღმერთმა ერთმანეთი მოახმაროთ, მაგრამ ჩვენ დაგვანებონ თავი. ერთიც და მეორეც ჩემთვის წარსულის ადამიანები არიან”,- განაცხადა ალასანიამ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.
ალასანია: ივანიშვილი სააკაშვილს პოლიტიკურად ასულდგმულებს
-
28.11.2026
უწყვეტი პროტესტის ორი წელი – თბილისში სამი მარში თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა
-
28.11.2026
კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
-
28.11.2026
“მხარდაჭერა თანამემამულეებს“ – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში ქუჩა გადაკეტეს
-
28.11.2026
უწყვეტი პროტესტის ორი წელი | თბილისში სამი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
-
28.11.2026
საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ხელმძღვანელი ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დააკავა
-
28.11.2026
სრული სიმართლე სუროგაციის შესახებ
