ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა გალშია

25 აგვისტო, 2019 • 1730
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა გალშია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე დიდი აქტივობით გალის რაიონი გამოირჩევა.

ოფიციალური ინფორმაციით, გალში, სადაც ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები რაოდენობაა [900 ამომრჩეველი – მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ] , აქტივობა ყველაზე მაღალია [63%]. ყველაზე დაბალი აქტივობა ოჩამჩირეს რაიონშია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო წლებში ყველა გამართულ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობით გალის რაიონი ლიდერობდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე აქ [ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში] გამართულ არჩევნებს არ ცნობს.

აფხაზეთში დღევანდელ არჩევნებს რუსეთის დუმის წარმომადგენლები დამკვირვებლების რანგში ესწრებიან.

არჩევნებში, სადაც ოფიციალურად 9 კანდიდატია წარმოდგენილი, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბაც მონაწილეობს. ის, რომ სწორედ ხაჯიმბაა კრემლის ფავორიტი კანდიდატი ამჟამადაც, ვლადიმერ პუტინის, რუსეთის პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლის, ვლადისლავ სურკოვის რაულ ხაჯიმბასთან არჩევნებამდე შეხვედრები და რუსულ-აფხაზური ურთიერთობებზე ერთობლივი განცხადებებიც მოწმობს.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოწამვლის შესაძლო დიაგნოზით რუსეთის საავადმყოფოში მოხვდა. ბჟანია ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის და არჩევნებში ვერ მონაწილეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი