“აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილი ევროპის ჩემპიონატში ConiFA – 2015 მონაწილეობას ვერ მიიღებს სავიზო პრობლემების გამო. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ინგლისი და ევროპის სხვა ქვეყნები არ აძლევენ ვიზებს აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც აფხაზეთის მიერ გაცემული რუსული პასპორტები აქვთ”, – განაცხადა აფხაზეთის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ გუბაზმა.
გუბაზის თქმით, ის სპორტსმენები, რომლებიც ჩემპიონატზე წასვლას ახერხებენ, თამაშისთვის აქტიურად ემზადებიან.
“აფხაზეთის ნაკრების წევრი ათი ფეხბურთელი სამხრეთ რუსეთის ისეთ ცნობილ კლუბებში თამაშობს, როგორიცაა “კრასნოდარი”, “ვოლგარ-გაზპრომი” და “დრუჟბა მაიკოპი”, – წერს აპსნიპრესი.
არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი ConiFA კუნძულ მენზე, დუგლასში 13 – 21 ივლისს ჩატარდება. წინა ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთში, ესტერსუნდში ჩატარდა, აფხაზეთის ნაკრები მერვე ადგილზე გავიდა.
ჩემპიონატში, რომელიც შვედეთში დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციის კონფედერაციის ConIFA-ის ეგიდით იმართება, მონაწილეობას FIFA-ს მიერ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებები მონაწილეობენ. მათ შორის არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |