ახალი ამბები

კიევში “ევრომაიდნის” ყველაზე სისხლიან დღეს იხსენებენ [ფოტო]

20 თებერვალი, 2015 •
კიევში “ევრომაიდნის” ყველაზე სისხლიან დღეს იხსენებენ [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წლის 18-20 თებერვლის დღეებში კიევში ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღითაც მოკლეს სნაიპერებმა.  “ევრომაიდნის” განმავლობაში საუბარია 100-ზე მეტ გარდაცვლილზე, ათეულობით დაკარგულზე და ათასობით დაშავებულზე. სწორედ 20 თებერვალს განაცხადა იანუკოვიჩმა, რომ იგი ვადამდელი საპრეზიდენტი არჩევნების ჩატარებისათვის მზად იყო, თუმცა აქტივისტები მის წინადადებაზე დათანხმებას არ აპირებდნენ და 22 თებერვალს ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის ტერიტორია დატოვა.

ამა წლის 22 თებერვალს პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კიევში ჩავლენ და „ღირსების მარშში“ მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

უკრაინელები ევრომაიდნის წლისთავს აღნიშნავენ და პატივს მიაგებენ დაღუპულ ადამიანებს ©  EPA/ROMAN PILIPEY

მაიდნის მოვლენები კიევში 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა. მომიტინგეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. დემონსტრანტები ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასა და იანუკოვიჩის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი