ახალი ამბები

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს – Reg info

24 აგვისტო, 2019 • 1106
გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს – Reg info

Reg info-ს ინფორმაციით, გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გამოცემის ცნობით, ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადასტურებენ

ნეტგაზეთს საგარეო სამეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გერმანიაში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გერმანელ სამართალდამცავებს და მათგან ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ელოდება. ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტოსაც დაუკავშირდა. უწყებისგან ინფორმაციის მიღებას ამ დრომდე ველოდებით.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას უკავშირდება. კონკრეტულად, ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ლოპოტის ხეობაში აღნიშნული მოვლენების დროს ახმედ ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2015 წელს ხანგოშვილს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი