ახალი ამბები

სკოლის დატოვების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების სურვილი 6000-მდე პედაგოგმა გამოთქვა

22 აგვისტო, 2019 • 1021
სკოლის დატოვების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების სურვილი 6000-მდე პედაგოგმა გამოთქვა

პირველ ეტაპზე სკოლის დატოვების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების სურვილი საპენსიო ასაკს მიღწეულმა 6 000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება:

“საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა პირველ ეტაპზე გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ.
გარდა ფულადი ჯილდოსა, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი – ამ მიმართულებით ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში ხორციელდება”, – ამბობენ სამინისტროში.

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, 13 მაისს საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. ამ პირობების მიხედვით, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, სკოლას დატოვებს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/201722/

მასალების გადაბეჭდვის წესი