“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გადის ერთი საკითხი. ეს არის რამდენიმე რაიონული საავადმყოფოს კერძო კომპანიებისგან გამოსყიდვის საკითხი. კერძოდ, ეს ეხება ყაზბეგის, წალკის, თეთრიწყაროს და ბაკურიანის საავადმყოფოებს. ეს არის მეორე და საბოლოო ეტაპი და ამით გამოსყიდვა სრულდება. ამის მიზანია, რომ კერძო კომპანიებმა საავადმყოფოების მიმართ დავალიანება გაისტურმონ და ამ რაიონებში სრული მოცულობის სამედიცინო მომსახურება იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.