პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
კონფერენციაზე სპიკერებმა განიხილეს სექტორში არსებული ახალი გამოწვევები და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის განახლების საკითხი. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბრეგაძემ და პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდემ ღონისძიებაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. კონფერენცია მოწვეულ სტუმრებსა და სპიკერებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
“ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით ძალიან დაინტერესებულები ვართ. ჩვენს პორტფელში 10 %-იანი წილი უჭირავს ამ სეგმენტს და მომავალში კიდევ უფრო მეტ აქტივობას ვგეგმავთ. ძალიან საინტერესოდ და პერსპექტიულად ვთვლით ამ სფეროს. უამრავი გარემოებაა იმისთვის, რომ გვიღირდეს ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა და ინვესტირება. მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ მიმართულებას საქართველოში და შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ.” – განაცხადა ვაჟა მენაბდემ, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკს, რომ მათი ინიცირებით დღეს შედგა ეს ღონისძიება. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს ძალიან ბევრი ქვეყნიდან. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი იქნება.”- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
პაშა ბანკის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წელს შედგა. მაშინ ბანკის ინიციატივით განხორციელდა შეხვედრა – MEETING ROOM, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებულ ბიზნეს კონფერენციების ციკლს წარმოადგენდა. პროექტის ფარგელბში, რიგით პირველი კონფერენცია თემაზე „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ 2016 წლის 25 მაისს სწორედ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და სექტორის წარმომადგენლებისგან საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.