“ამ თვის ბოლოს გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში. ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება ხელშკერულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს გახლავთ საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის გაფორმებული [დოკუმენტი] საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირბეული ძირითადი პრინციპების შესახებ. ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის. დეტალებზე არ შევჩერდები. 2011 წლიდან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კონტრაქტის ტექსტზე. ეს კონტრაქტი უნდა გაფორმდეს საქართველოსა და კომპანიას შორის, ასევე, რუსეთსა და კომპანიას შორის.  ძალიან რთული თემაა დეტალების თვალსაზრისით. ის მუშაობა, რომელიც 2011 წლის შემდეგ მიმდინარეობდა, პრაქტიკულად დასრულებულია და ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ, როდის ვიწყებთ იმპლემენტაციას, როდის ვაწერთ კონტრაქტებს ხელს და ასე შემდეგ”, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ კარასინთან სხვა საკითხებსაც განიხილავს:


“სხვა საკითხებსაც განვიხილავთ, ქონებრივი საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები, საუბარია ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. გასულ წელს რამდენიმე ადამიანი გავათავსიუფლეთ, ახლა უნდა ვცადოთ, რომ დანარჩენებიც გავათავსიუფლოთ”, – აღნიშნა აბაშიძემ.


სავაჭრო დერეფანი აფხაზეთის მიმართულებით, სადაც ტვირთების მოძრაობა რუსეთ-საქართველოს 2011 წლის ხელშეკრულებით, შვეიცარიის მიერ შერჩეულ ნეიტრალურ კომპანიას უნდა გაეკონტროლებინა, დღემდე არ შექმნილა. რას ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება და როგორ შეუძლია საქართველოს მისი გამოყენება მოკავშირეობის შესახებ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმების წინააღმდეგ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *