ასეული 200 000 აპლიკანტიდან შეირჩა, რომელშიც 50 ქალი და 50 კაცია. მისიის ორგანიზატორებმა ისინი ქულების მიხედვით შეარჩიეს. მისიის ღირებულება 6 მილიარდი დოლარია, 200 000 აპლიკანტი გასულ წელს 660-მდე შემცირდა და 100 ადამიანამდე დავიდა. საბოლოოდ მარსზე 24 ადამინი გაემგზავრება.
გარდიანთან საუბრისას ერთ-ერთი კანდიდატი რაიან მაქდონალდი ამბობს, რომ მარსის მისიამ შესაძლოა დანიშნულების ადგილს ვერასდროს მიაღწიოს, თუმცა მისი მოტივაციაა მარსზე იცხოვროს და იქ მოკვდეს.
ასეულში 39 ამერიკელია, 31 ევროპელი, 16 მონაწილე აზიიდანაა, 7 აფრიკიდან და ოკეანეთიდან. უმეტესობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციალისტია. არსებობენ ისეთებიც, რომელთაც მარსზე სუშის რესტორნის გახსნა სურთ. კანდიდატთა ნაწილს კი ბავშვობის ოცნების ასრულება და სხვა პლანეტაზე ცხოვრება უნდა.
“ჩემს ოჯახს ძალიან მოსწონს ეს იდეა. ძალიან ბედნიერები არიან ჩემ გამო. ეს გამოწვევაა, დატოვო დედამიწა და აღარასდროს დაბრუნდე უკან. მე მხარს მიჭერენ ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები”-ამბობს ათეულში შემავალი მონაწილე ჰანა ერნშოუ.
შორთლისტში მოხვედრილი 100 ადამიანიდან საბოლოოდ 24 შეირჩევა. მათ სხვადასხვა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, როგორ უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს და სხვა. პირველი ტესტირება ხელოვნურად შექმნილ გარემოში ჩატარდება, რომელიც მარსზე ყოფნის ანალოგიური იქნება. იმ კანდიდატებს, რომლებიც არ იქნებიან შერჩეულნი, ხელახალი განაცხადის შეტანის საშუალება ექნებათ.
მარსზე ექსპედიციის პროექტი 2018 წლიდან დაიწყება და იქ მუდმივი ბაზის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. 2024 წლიდან კი საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები მარსზე საცხოვრებლად გაემგზვრებიან.