ახალი ამბები

კანარის ერთ-ერთი კუნძულიდან ხანძრის გამო 8000 ადამიანი ევაკუირებულია [ფოტო]

19 აგვისტო, 2019 • 1578
კანარის ერთ-ერთი კუნძულიდან ხანძრის გამო 8000  ადამიანი ევაკუირებულია [ფოტო]

კანარის კუნძულებიდან ერთ-ერთზე, გრან-კანარიაზე, ტყის ხანძის გამო 8 000  ადამიანია ევაკუირებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხანძარის ტყებში, რომელიც მთებზე მდებარეობს, შაბათს დაიწყო და მის ჩაქრობას, დაახლოებით, 700 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი ცდილობს. თუმცა, ოფიციალური უწყებების განცხადებით, მაღალი ტემპერატურის, ძლიერი ქარისა და მშრალი ჰავის გამო ცეცხლთან ბრძოლა რთულია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია 1 700 ჰა. ხანძრის გამო გადაკეტილია 11 საავტომობილო გზაც.

ხანძარი გრან-კანარიაზე. ფოტო: EPA-EFE/Angel Medina G.

ხანძარი გრან-კანარიაზე. ფოტო: EPA-EFE/Angel Medina G.

ხანძარი გრან-კანარიაზე. ფოტო: EPA-EFE/Angel Medina G.

მასალების გადაბეჭდვის წესი