მსოფლიო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი AGORIA ბათუმის ზღვისპირა კლუბში დაუკრავს

ღამის კლუბი UP2U ზაფხულის მანძილზე უამრავ საინტერესო ივენთს სთავაზობდა საკლუბო მუსიკის მოყვარულებს, გემოვნებიანი მუსიკით ანებივრებდა მსმენელს და უმასპინძლა როგორც ელექტრონული მუსიკის წამყვან ქართველ, ასევე უცხოელ არტისტებს.

სეზონის დასასრულს, კლუბი ხვალ 19 აგვისტოს საკლუბო მუსიკის ფრანგ ვარსკვლავს, წამყვან პროდიუსერს და დიჯეი AGORIA-ს უთმობს ზღვისპირა სცენას. ივენთზე ორგანიზატორები მსმენელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, მეზობელი სომხეთიდან, აზრბაიჯანიდან და თურქეთიდან ელიან.

საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დევო 12  წლიდანაა გატაცებული მუსიკით. ადგილობრივ რადიოში პირველად კევინ სანდერსონის ჩანაწერები მოისმინა და მეზობლების მანქანების რეცხვას შეუდგა ფულის შესაგროვებლად, სანდერსონის ჩანაწერები რომ ეყიდა. მერე რამდენიმე წელიწადში ლიონის კლუბებში დაიწყო დაკვრა, როგორც დიჯეიმ, მსმენელის ყურადღება თავიდანვე მიიპყრო.

სებასტიანი მეგობრებთან ერთად მუსიკალურ, საცეკვაო საღამოებს აწყობდა საფრანგეთში, ამ საღამოების გავლენით მეგობრება მას AGORIA შეარქვეს, რაც ძველბერძნულად ,,შეხვედრის ადგილს“ ნიშნავს.

საერთაშორისო აღიარება მოიპოვა პირველივე ალბომით, სახელწოდებით ,,Blossom”, რასაც მოჰყვა ცნობილი ჩანაწერები ,, Green Armchair (2006), საუნდტრეკები ფილმისთვის „Go Fast“ (2008) და „Impermanence“ (2011).

AGORIA- ს პირველივე ჩანაწერები მის ტალატს, მუსიკალურ სიღრმეს და ტექნო-ტრეკების დახვეწილ მელოდიურობას აჩვენებს.

სებასტიან დევოს მიქსების ოთხი კომპაქტდისკი „At The Controls“  სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკის ერთმანეთთან მაღალმხატვრულად შერწყმის  საუკეთესო მაგალითია,  Resident Advisor-მა ეს სერია 2007 წელს ათწლეულის საუკეთესო მიქსებად დაასახელა.

ერთდროულად დიჯეი და პროდიუსერი AGORIA ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ფესტივალის „Nuits Sonores“-ისა და ლეიბლის „Infiné“ – დამაარსებელიცაა. ხმის ჩამწერი ეს ლეიბლი გამოჩენისთანავე იქცა ევროპაში ყურადსაღებ მუსიკალურ პლატფორმად, რომელიც მუდმივად ექსპერიმენტული, ახალი და ამაღელვებელი პროექტებით ამახსოვრებს თავს მსმენელს: ფრანჩესკო ტრისტანოს საფორტეპიანო ნამუშევრებით და ბაჰარ მარ ჰალიფის არანჟირებით მაგალითად.

AGORIA-ს მუსიკა ისმის ყველაზე ცნობილ ტექნო-ლეიბლებზე „Innervisions“, „Kompakt“ და „Hotflush“. მუშაობს ისეთ ცნობილ მუსიკოსთან ერთად, როგორებიც არიან Kid A, სედ ტროქსლერი, კარლ კრეიგი და სხვები.

აქვს ჩაწერილი Moby-ს და New Order & Metronomy-ის რემიქსები, 2016 წელს კი არტისტის კიდევ ერთი ახალი ლეიბლი, „Sapiens“-ი შეემატა ტექნოსა და ჰაუსის ხმის ჩამწერ, მუსიკალურ პლატფორმებს.

მრავალფეროვნება, მუსიკის სიღრმე და ყველა ჟანრის ერთ სივრცეში ვირტუოზულად მიქსვის ხელოვნება – ეს არის ის ძირითადი მახასიათებლები, რაც AGORIA-ს მსოფლიო საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავად აქცევს, დღეს ის ბათუმის ძველ ბულვარში, ჰილტონთან ახლოს, ზღვისპირა ღამის კლუბის, UP2U-ს მთავარი სტუმარი იქნება. მსმენელს შთამბეჭდავი მუსიკალური თავგადასავალი და დილის ხუთ საათამდე უწყვეტ მუსიკაზე ცეკვის შესაძლებლობა ექნება.


ელექტრონული ბილეთები იყიდება საიტებზე: eventer.ge  და  tkt.ge

ბილეთების შეძენა შესაძლებელია შესასვლელ კართანაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი