“544 კლინიკიდან დაახლოებით 70-მდე დარღვევა აღმოვაჩინეთ, 38 ან ცოტა მეტი კლინიკა ყოელგვარი შეტყობინების გარეშე მუშაობდა, ე.ი ისინი ეწეოდნენ არაკანონირ სამედიცინო საქმიანობას. 20 კლინიკაში ერთჯერადი ინსტრუმენტები მრავალჯერადი გონიათ. დაახლოებით 45 კლინიკამდე დაკეტილი დაგვხვდა. რატომ კეტავენ იმ დროს, როცა მონიტორინგი მიდის, ალბათ კარგად გესმით”, – განაცხადა კვარაცხელიამ და დასძინა, რომ მონიტორინგი განხორციელდება იმ კლინიკებშიც, რომელიც დაკეტილი დახვდათ.
“იმიტომ, რომ ამის დატოვება არ შეიძლება. ეს არის ძალიან მაღალი რისკი და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ”.
მისივე თქმით, სტომატალოგიური კლინკების მონიტორინგი თბილისში დასრულდა და რეგიონებში გაგრძელდება. კლინიკებს აღმოჩენილი დარღვევების გამოსასწორებლად 2-თვიანი ვადა აქვთ.