ახალი ამბები

ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას სტამბოლში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

17 აგვისტო, 2019 • 1672
ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას სტამბოლში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები სტამბოლში, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა, რამდენიმე ადგილზე კი გზა ჩაინგრა. ქუჩების გარდა დაიტბორა სტამბოლის ცნობილი “დიდი ბაზარი” (Grand Bazaar). როგორც თურქული გამოცემა Hurriyet Daily News იტყობინება, წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.

მედიასაშუალების ცნობით, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება და დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები.

ადიდებულმა ზღვამ დატბორა უსკუდარის სკვერი, საცობში გაჭედილ მძღოლებს კი მეხანძრე-მაშველების დახმარება დასჭირდათ. სტიქიის გამო დროებით შეწყდა საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის ევროპულ და აზიურ ნაწილს შორის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი