კარნავალი ზუსტად მარხვის დაწყების წინ იმართება. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ამ დღის აღსანიშნავად ადამიანები ქუჩაში პარადს აწყობენ, დასცინიან გერმანულ სტერეოტიპებს, პოლიტიკურ ლიდერებსა და სხვა ცნობილ პირებს. წლევანდელ კარნავალზე “გამასხარავებულთა” შორის ვლადიმერ პუტინი, რომის პაპი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ტერორისტული დაჯგუფებები და სხვა პირები მოხვდნენ.
კარნავალის ჩატარების ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინ, რომანულ პერიოდში ჩაეყარა. ტრადიციულად, წელიწადში ერთი დღე მონები და მოსამსახურეები თავიანთი ბატონების როლს თამაშობდნენ. ეს ტრადიცია თანამედროვე ეპოქაში ეროვნული და მსოფლიო ლიდერების, სხვადასხვა ცნობილი პირის გამასხარავებაში გამოიხატება.
ბევრი ქრისტიანისთვის, კარნავალი ასევე აღნიშნავს ბოლო პერიოდს მარხვის დაწყებამდე. მისი ჩატარების თარიღი აღდგომის თარიღის მიხედვით იცვლება.