ახალი ამბები

უგულავას ადვოკატმა სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა

16 თებერვალი, 2015 • • 1102
უგულავას ადვოკატმა სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა

“რასაც გულწრელად ვნანობ და მივხვდი, რომ უნდა გამეკეთებინა, ამისთვის ჩემი შვილები უნდა შემეგუებინა. ამიტომ ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც მინდა, რომ ისინი ვნახო, მინდა ავუხსნა ეს ყველაფერი და დარწმნებული ვარ, რომ როდესაც ავუხსნი მე მათ, ისინი გაიგებენ და მერე მე მშვიდად ვიქნები ნებისმიერი გამოწვევისთვის, იქნება ეს ხელმეორე პატიმრობა თუ სხვა რამ. ამის მცდელობა მე მქონდა, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებების გამო ეს შესაძლებლობა არ მომეცა. მეუღლეზე საერთოდ ლაპარაკი არ არის”,- განაცხადა სასამართლო პროცესზე გიგი უგულავამ.

 

გიგი უგულავას ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, არ არსებობს არავითარი გარემოება იმისათვის, რომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული.

 

“დასაბუთებაში წერია, რომ შავი ბრგე კაცი მივიდა ვიღაც მოწმესთან და გადასცა გიგი უგულავას დანაბარები, ეს შავი ბრგე კაცი არავინ იცის ვინაა და ამის საფუძველზე პატიმრობა აქვს შეფარდებული.პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მიმალვას არ აპირებდა და მას არასდროს არ შეუშლია ხელი გამოძიებისთვის. არც ერთ მოწმეზე ზეგავლენა არ უცდია, ამის მტკიცებულება არ არსებობს. გამოძიების მიმდინარეობისას მან 13-ჯერ გადაკვეთა საზღვარი და დაბრუნდა უკან”,-ამბობს კახიძე.

 

ბრალდების მხარის განცხადებით, შუამდგომლობაზე იმსჯელებენ და მომავალ პროცესზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ:

 

“დაცვის მხარის მიერ წინასასამართლო სხდომაზე დაყენებული იქნა შუამდგომლობა გიგი უგულავასათვის შეფარდბული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდბის მხარემ მოისმინა დაცვის მხარის არგუმენტები. შემდეგ სასამართლო სხდომაზე უკვე წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას ამ შუამდგომლობაზე”,-განაცხადა პროკურორმა გიგა ძნელაძემ.

 

გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა ივლისში შეუფარდეს, მას  ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი