ახალი ამბები

უკრაინის ელჩი: სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა არ არის საქართველოს წინააღმდეგ

16 თებერვალი, 2015 • • 1112
უკრაინის ელჩი: სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა არ არის საქართველოს წინააღმდეგ

“როცა პოროშენკომ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე სააკაშვილი დანიშნა თავის უშტატო მრჩევლად, გაითვალისწინა დიდი გამოცდილება და რეფორმების გატარების უნარი, ჯარის მოდერნიზაცია. უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ის არ გახდება დაბრკოლება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, რომლის საფუძველი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და დროით გამოცდილი მეგობრობაა. უკრაინის მხარემ, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა, რომ ვიდრე კანონიერ ძალაში არაა შესული, მიხეილ სააკაშვილზე, ისე როგორც სხვა ადამიანებზე უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება, ის თავისუფალი ადამიანია და მოგზაურობს ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ესწრება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომებს, ხვდება ლიდერებს. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას, უკრაინა ყურადღებით შეისწავლის ამ საკითხს”, – ამბობს ვასილი ციბენკო.

 

უკრაინის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინსტროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უკრიანის ელჩი მიხეილ სააკაშვილის პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004-2013 წლებში მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წარდგენილი.

უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო
უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო

მასალების გადაბეჭდვის წესი